• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 07th August 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

წვეულების ეტიკეტი – სუფრასთან ქცევის წესები, რომლებიც ბევრმა დაივიწყა

წვეულების ეტიკეტი – სუფრასთან ქცევის წესები, რომლებიც ბევრმა დაივიწყა
70 ნახვა

საზოგადოებაში ზრდილობის გამოხატვა არა მხოლოდ სხვების, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა. დღეს მაგიდასთან ქცევის წესებს ბევრი მოძველებულად მიიჩნევს, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ!

✔️თუკი ღონისძიებაზე მიგიწვიეს, დარწმუნდით, სავალდებულოა თუ არა თქვენი დასწრება.

✔️თუკი მიწვევა მიიღეთ, გამოიჩინეთ პუნქტუალურობა – დროზე მიდით.

✔️როცა სტუმრად მიდიხართ, ხელთ ყოველთვის გქონდეთ საჩუქარი. ღვინო და ტკბილეული უნივერსალური ვარიანტია. თუკი სახლში ბავშვები ჰყავთ, მათთვისაც გაითვალისწინეთ რამე.

✔️შესვლისას მისალმების ფორმატს – კოცნა, ხელის ჩამორთმევა, გადახვევა – თქვენ შორის ასაკიანი განსაზღვრავს.

✔️მაგიდასთან ერთი წესი მოქმედებს: მიირთვით იმავე ტემპში, როგორც სხვები მიირთმევენ.

✔️საუბრის უხერხული თემები წინდაწინვე გამორიცხეთ. ნუ აიმაღლებთ ხმას, რათა საუბარი ყველასთვის კომფორტული იყოს.

✔️ჭამის დროს ხელსახოცი მუხლებზე დაიფინეთ, ხოლო ჭამის შემდეგ – თეფშიდან ხელმარცხნივ დადეთ. დანა-ჩანგალი კი თეფშზე უნდა დატოვოთ და არა მაგიდაზე.

✔️მაგიდაზე მობილური ტელეფონის ადგილი არ არის! სუფრასთან ჯობია, ტელეფონი საერთოდ არ გამოიყენოთ.

✔️სტუმრების მიღებისას მაგიდის ზომა სტუმრების რაოდენობას უნდა შეესაბამებოდეს. სუფრა უზადო უნდა იყოს.

✔️ყველა თეფში და სხვა ჭურჭელი, რაც სუფრაზე აწყვია, მასალისა და ფერის მიხედვით ერთმანეთს უნდა ეხამებოდეს.

✔️თუკი ორი სხვადასხვა ღვინო გაქვთ, ყოველ სტუმარს დამატებითი ბოკალი დაუდგით. არ დაგავიწყდეთ წყლის ჭიქაც.

✔️სტუმრების მიღებისას მაშინვე მაგიდასთან ნუ მიიწვევთ, ჯერ სააბაზანოში შესვლა შესთავაზეთ, რათა ხელი გადაიბანონ ან მაკიაჟი გაისწორონ.

✔️თუკი სტუმრებს შორის უცნობი ადამიანები არიან, ისინი აუცილებლად უნდა წარადგინოთ. ქალბატონებს პირველ რიგში წარადგენენ და, რაც მთავარია, სრული სახელითა და გვარით.

✔️ქალბატონებისთვის რეკომენდებული არ არის მაგიდასთან მაკიაჟის შესწორება, ასევე, არც მამაკაცებს უხდებათ თმისა და წვერის ვარცხნა.

✔️თუკი სტუმრად ბრძანდებით, მადლობა მოახსენეთ მასპინძელს და შესაძლებლობის მიხედვით ყველას. მასპინძელმა, თავის მხრივ, მადლობა უნდა გადაუხადოს ყველა სტუმარს მობრძანებისთვის.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია