სიტყვა „ბებია“ ბევრისთვის გემრიელობებთან ასოცირდება. ამიტომ რთული წარმოსადგენია „ბებიების დიეტა“, თუმცა, ის ნამდვილად არსებობს და მარტივი, ნაკლებად ხარჯიანი და საკმაოდ ეფექტურია. თქვენც სცადეთ!
„ბებიების დიეტა“ სწორად დაბალანსებულია. მისი ხანგრძლივობა 7 დღეა და ამ ხნის განმავლობაში გეძლევათ შანსი, დაემშვიდობოთ ზედმეტ 3-5 კილოგრამს.
დიეტის პერიოდში ყველაზე რთული პირველი სამი დღეა. შემდეგ უკვე ორგანიზმი ეგუება ახალ რაციონს და მომდევნო დღეები გაცილებით მარტივდება.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიეტის დროს:
-
დღის მანძილზე მიიღეთ 2 ლიტრი წყალი; შეგიძლიათ, წყალს ლიმონის წვენი ან ლიმონის ნაჭრები დაამატოთ.
-
დიეტის პერიოდში და მის შემდგომაც, მიღებული შედეგის გასამყარებლად, სასურველია, გარკვეული დროის განმავლობაში თავი შეიკავოთ ცომეულისგან, ტკბილეულისგან, შებოლილი და ცხიმიანი პროდუქტებისგან.
-
კერძებზე მარილის მოყრა რეკომენდებული არ არის;
-
ვახშამი არ უნდა გადააცილოთ 19:00 საათს;
-
დიეტის პერიოდში, ასევე, მნიშვნელოვანია ძილი, რომელიც დღე-ღამეში 8-საათს მაინც უნდა შეადგენდეს;
-
გაღვიძებისთანავე, უზმოზე, მიიღეთ 1 ჭიქა წყალი. 20-30 წუთის შემდეგ კი – საუზმე.
-
დიეტის გამეორება სასურველია დიეტის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.
კომენტარები