საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, საქართველოში მობილური ოპერატორების აბონენტებისგან 24 მილიარდზე მეტი ტექსტური შეტყობინებაა გაგზავნილი. ამავე პერიოდისა და 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით ირკვევა, რომ ყველაზე მეტი SMS იანვარსა და დეკემბერში იგზავნება, რაც, სავარაუდოდ, ახალ წელსა და მილოცვებს უკავშირდება.
2013-2015 წლებში, იანვრის განმავლობაში 500 მილიონზე მეტი ტექსტური შეტყობინება იგზავნებოდა ხოლმე. ეს მონაცემები შეიცვალა 2016 წლიდან. ამ წლის 17 იანვრის მონაცემით, ერთ თვეში 465 149 635 გაგზავნილი SMS დაფიქსირდა.
ამის შემდეგ, ყოველი წლის იანვარში მცირდება წინა წლების პირველ თვეში გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა (თუმცა, წლის განმავლობაში, მაინც ეს თვე ლიდერობს გაგზავნილი SMS-ების რაოდენობის მხრივ). 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 401 898 592 შეადგინა, 2018 წლის იანვარში კი, მხოლოდ 295 714 354 გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გაიგზავნა.
კომენტარები