
მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე და მისი რჩეული, მარიამ უშვერიძე მშობლები გახდნენ. წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ადამი დაარქვეს.
ახალბედა მამამ სამშობიაროდან ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ოჯახის სრული შემადგენლობაა.
„დაიბადა ადამი. ადამიანი, რომელიც იქნება ადამიანური. ცხოვრება შეიცვალა… ფოტოზე გოგონა ნამდვილი გმირია და ყველაფერს იმსახურებს, რასაც გმირები იმსახურებენ“ – წერს მსახიობი.
კომენტარები