ინგრედიენტები: რძე – 4 ჭიქა, შავი შოკოლადი – 200 გრ, ნაღები – გემოვნებით, თაფლი – 0,3 ჭიქა, ვანილი – 1 ჩ/კ. ზეფირი – გემოვნებით.
მომზადების წესი: დაბალ ცეცხლზე რძე გავაცხელოთ. ცეცხლზე შოკოლადი გავადნოთ. შემდეგ რძეს თაფლი, ვანილი და შოკოლადი დავუმატოთ. კარგად ვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. ისევ ცეცხლზე დავდგათ და ავადუღოთ. ბოლოს ნაღები მოვასხათ და ზეფირები მოვაყაროთ.
კომენტარები