საქართველოს ნაკრების და „ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც Adidas-ის სახეა, სპორტულ ბრენდთან თანამშრომლობის ფარგლებში გადაღებულ ახალ ფოტოებს ავრცელებს.
„კვარა“ ფოტოსესიაში რეკლამას სპორტულ ფეხსაცმლ Generation Pred-ს უწევს.
„გზაში მეტი გოლია“, – ასათაურებს ფოტოებს 23 წლის სპორტსმენი INSTAGRAM-ზე.
შეგახსენებთ, 19 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ Adidas-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის ქართველის მონაწილეობით სპორტულმა ბრენდმა ვიდეორგოლი გაავრცელა, რომელშიც მოქმედება ნეაპოლში ვითარება.
„ადიდასს“ კონტრაქტი აკავშირებს ფეხბურთის ისეთ სახეებთან, როგორებიც არიან ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი, ჯუდ ბელინგემი, „კაკა“ და სხვები.
კომენტარები