• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 04th December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

წელზე ხელი შემოხვია… – რა არის ცნობილი ლანჩხუთში მოსწავლის სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაკავებულ პედაგოგზე

წელზე ხელი შემოხვია… – რა არის ცნობილი ლანჩხუთში მოსწავლის სექსუალური შევიწროების ბრალდებით დაკავებულ პედაგოგზე
150 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სკოლის მასწავლებელი მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების გამო დააკავეს. პოლიციამ შუა ხნის კაცი აიყვანა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

ბრალდებული 57 წლის მამაკაცია, მას ბრალად მერვე კლასელი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობა ედება.

გოგონას დედა “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ 7 ნოემბერს სპორტის გაკვეთილზე სკოლის პედაგოგმა გოგონას წელზე ხელი შემოხვია, რის შესახებაც გოგონამ თანაკლასელებს უამბო.

“მე არც ვიცოდი ბავშვმა უთხრა კლასელებს. მასწავლებელი დამუქრებია და შეშინებია, სახლში არაფერი უთქვამს. სკოლის დირექტორმა დაგვიბარა და გვითხრა დააკავესო,”- აცხადებს დედა.

სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ 57 წლის მამაკაცი ამ სკოლაში დიდი ხანია მუშაობს და აქამდე მამაკაცზე ეჭვი არავის აუღია.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია