• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

წალენჯიხის მერია მდინარე მაგანას წყლის შესაძლო დაგუბების საფრთხის გამო, მოსახლეობას აფრთხილებს

წალენჯიხის მერია მდინარე მაგანას წყლის შესაძლო დაგუბების საფრთხის გამო, მოსახლეობას აფრთხილებს
77 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს.

მერიის გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას წყლის ნაკადი შემცირებულია, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში, მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებს.

ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან, გიორგი ხარჩილავასთან ერთად იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს“, – წერია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია