
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამჯერადაც იყრის კენჭს ამერიკის პრეზიდენტობაზე, სატელევიზიო ინტერვიუს დროს ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მისამართით კვლავ კრიტიკული განცხადებები გააკეთა და მას „არაკომპეტენტური ლიდერი“ უწოდა.
ტრამპმა უარყოფითად შეაფასა ბაიდენის ქმედებები და თქვა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე ახლა აშშ-სა და მსოფლიოსთვის ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროებაა. ამის შესახებ TASS წერს.
„მთელი მსოფლიო არეულია… თქვენ მსოფლიო ომში მოხვდებით. ჩვენ გვყავს შეერთებული შტატების არაკომპეტენტური ლიდერი“, – თქვა ტრამპმა და აქვე დასძინა, რომ მისი ადმინისტრაციის დროს აშშ-ს „არავითარი პრობლემა არ ჰქონია“ და არც ომები ყოფილა.
„როცა მესმის, რომ ეს ადამიანები საუბრობენ გარემოზე 300 წლის განმავლობაში, რომ ოკეანეები 1/100 ინჩით გაიზრდება და ეს არის ასეთი საფრთხე – ეს არ არის საფრთხე. საფრთხე არ არის გლობალური დათბობა, საფრთხე არის „ბირთვული დათბობა“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები