
ყველასთვის ცნობილი ექიმი, ლადო კახაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ გულახდილად საუბრობს.
ის ყველაზე ცუდ საქციელს იხსენებს.
„მალე ჩემი მეოთხე წიგნი გამოვა და ყველგან ჩემი მონანიებაა. დღეს არა, ხვალ იყოს, ამას ხვალ გავაკეთებ – ეს ყველაზე ცუდი რამაა, რისი უფლებაც შეიძლება, საკუთარ თავს მისცე. ამის გამო ბევრი ადამიანის მონახულება გადამიდია და ისე წასულან ამ ქვეყნიდან, რომ ვერ დავლაპარაკებივარ. ალბათ, ეს უყურადღებობაა. გგონია, ყოველთვის ასე იქნება და იცოდე, რომ შანსი მხოლოდ ერთია, ორი – არასდროს.
ცხოვრებისეულ ამბებშიც არავისგან გამოვირჩევი, ცხოვრებამ ყველაფერი გამომატარა. ბევრჯერ ისეთი რამეც მითქვამს, რასაც სხვა შემთხვევაში სხვას დავუწუნებდი.
ტყუილი მითქვამს ბევრჯერ და ამის მეშვეობით დღეს 23 ადამიანი ცოცხალი დადის, აბორტს გადაურჩნენ. მე დედა მოვატყუე, რომ აბორტის გაკეთება ამ ვადაზე აღარ შეიძლებოდა და არ გავაკეთებინე. სხვა მხრივ, ჩემ გარშემო, სამეგობრო წრე, რომელიც თავს მახვევია, ცუდად მოქცევის უფლებას არ მაძლევდა. 70 წელი ცოტა არ არის, ვიხსენებ სკოლის პერიოდს, სტუდენტობას, სცენას, ინტრიგებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და წესიერი ადამიანების გარემოში ვიცხოვრე, არ უბიძგებიათ ჩემთვის წესის დარღვევისკენ.“,- ამბობს ლადო კახაძე.
კომენტარები