ტამპონები მენსტრუაციის დროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტია.
ახლახან გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მეტად საგანგაშოა – ტამპონებში ტოქსიკური მეტალები აღმოაჩინეს.
კვლევა კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს. ტამპონები მძიმე მეტალების არსებობაზე აქამდე არასოდეს შემოწმებულა.
მკვლევრებმა ტამპონებში სულ 16 სხვადასხვა ქიმიკატი აღმოაჩინეს, რომელთა შორისაა: დარიშხანი, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, რკინა, ვერცხლისწყალი და ნიკელი.
მკვლევართა განმარტებით, მეტალები ტამპონებში სხვადასხვა გზით შეიძლება აღმოჩნდეს. ბამბამ ეს ლითონები, შესაძლოა, ჰაერიდან, წყლიდან ან ნიადაგიდან შეიწოვა; ეს მასალა სხვა გზითაც შეიძლება დაბინძურებულიყო, თუნდაც ტყვიის საწარმოო ქარხანასთან გაზრდის შედეგად.
ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანი სიცოცხლის მანძილზე 11 000 ათას ტამპონს, ჰიგიენურ საფენს და მენსტრუაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პროდუქტებს იყენებს.
და რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ასეთ პროდუქტები შეიცავენ მძიმე მეტალებს და ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ქრონიკულ დაავადებებს და წარმოშობენ რეპროდუქციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
კვლევამ აჩვენა, რომ ქიმიკატების უმრავლესობა, რომელიც ტამპონებში აღმოჩნდა შეიცავს ისეთ ქიუმიურ ჯგუფს, რომელიც არღვევს ენდოკრინოლოგიურ სისტემას, ამ უკანასკნელს კი უდიდესი როლი აქვს ქალი რეპროდუქციული სისტემის ფუნქციონირებაში.
მეცნიერების ჰიპოთეზით, ზოგიერთი ქიმიკატი, შესაძლოა, წარმოების დროს დაემატებინათ პროდუქტისთვის. ეს, სავარაუდოდ, გათეთრების, ბაქტერიებისგან დაცვისა თუ ფერის მიცემის მიზნით.
კომენტარები