აქტუალურობას დღემდე არ კარგავს. გულშემატკივრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა მოტივტივე კარს უკავშირდება, რომელმაც ქეით უინსლეტის პერსონაჟი სიკვდილისგან იხსნა. ახლახან ჰოლივუდის აუქციონზე სწორედ ეს კარი $718,750-ად გაიყიდა.
ტიტანიკის კარი ისეთ ცნობილ რეკვიზიტებზე ძვირად გაიყიდა, როგორებიცაა ინდიანას ჯონსის შოლტი და The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ცული. გარდა ამისა, შიფონის კაბა, რომელიც ქეით უინსლეტს ტიტანიკის ფინალურ სცენაში ეცვა, აუქციონზე $125,000-ად გაიყიდა.
სცენა, რომელიც ტიტანიკის მოტივტივე კარზე მიმდინარეობს, ფანებს დღემდე კარგად ახსოვთ და ფილმის ფინალის შესახებ დებატები ისევ არ წყდება. ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ლეონარდო დიკაპრიოს პერსონაჟის, ჯეკის, გადარჩენას ეხება და ფანები თვლიან, რომ როუზის მოტივტივე კარზე ისიც რომ ასულიყო, აუცილებლად გადარჩებოდა.
ტიტანიკის ფინალის შესახებ დებატები მას შემდეგ განახლდა, რაც National Geographic-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ფილმში ჯეიმს კამერონმა მეცნიერებთან ერთად რამდენიმე ექსპერიმენტი იმ ცნობილი სცენის მიხედვით ჩაატარა, რომელშიც ჯეკი და როუზი ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ წყალში იმყოფებიან. ექსპერიმენტის შემდეგ კი 3 სცენარი გამოიკვეთა:
ერთი სცენარის მიხედვით, როუზი და ჯეკი კარზე ერთად ავიდოდნენ, თუმცა ის ჩაიძირებოდა და ჯეკი ვერ გადარჩებოდა. მეორე სცენარის მიხედვით, ჯეკი და როუზი კარზე ისე უნდა მოთავსებულიყვნენ, რომ სხეულის ზედა ნაწილი წყლის ზემოთ ჰქონოდათ, თუმცა ამისთვის ორივე პერსონაჟი ძალაგამოცლილი იყო. მესამე სცენარის მიხედვით, თუ ჯეკი როუზთან ერთად კარზე ავიდოდა და როუზი თავის სამაშველო ჟილეტს მისცემდა, ლეონარდოს პერსონაჟს, შესაძლოა, მაშველების მოსვლამდე გაეძლო და გადარჩენილიყო.
შეგახსენებთ, რომ ტიტანიკის პრემიერა 1997 წლის 19 დეკემბერს შედგა. ფილმმა 11 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორობისთვის ჯეიმს კამერონს გადაეცა
კომენტარები