
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალური დღის ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს გურამ თუშიშვილი და ფინელი მარტი პუმალაინენი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ამ უკანასკნელს ხვდა წილად, თუშიშვილმა კი საქართველოს კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოუტანა.
მანამდე, ფინალში ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ იასპარეზეს, თუმცა გამარჯვება მათმა მეტოქეებმა მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა ჯამში ოთხი მედლით დაასრულა.
კომენტარები