არსებობენ ადამიანები, რომლებსაც „ბედის ჩაკეტვის“ თეორიის სჯერათ და ამის საწინააღმდეგოდ, თავიანთი მეთოდებით ხელმძღვანელობენ: ზოგიერთი სპეციალისტთან მიდის, ზოგიც თავად ართმევს თავს.
ფენ-შუის სპეციალისტი, თიკა ქოქაშვილი ამისთვის მარტივ რიტუალს გვიზიარებს:
„რამდენიმეა, თუმცა ერთ-ერთ მეთოდს გაგიზიარებთ: ვყიდულობთ ბოქლომს, მიგვაქვს სახლში, ერთი დღე და ღამე დაკეტილ მდგომარეობაშია, მეორე დღეს ვხნით, მიგვაქვს და მდინარეში გასაღებთან ერთად ვაგდებთ ისე, რომ გაიხსნას ჩვენი ბედი, ჩვენი გზები… “ – ამბობს სპეციალისტი.
კომენტარები