ადამიანები გათვალვას სერიოზულად არ უყურებენ, არადა ეს ზოგჯერ ჯადოზე ძლიერიც და უფრო დამანგრეველიც არის, – ამის შესახებ ეზოტერიკოსი ნინუშკა ლისენკო აცხადებს და გათვალვის მოსახსნელად ერთ-ერთ ტექნიკას გვიზიარებს.
„ბოლოს დროს, თუ აღარ გაქვს ძალა, არაფრის სურვილი, მოტივაცია, პრობლემები გაქვს, ყველაფერს ძნელად აღწევ, ყველაფერს წარუმატებლობა მოჰყვება, გაქვს ურთიერთობაში პრობლემები და ა.შ – ე.ი გათვალული ხარ.
ადამიანები გათვალვას სერიოზულად არ უყურებენ, არადა ეს ზოგჯერ ჯადოზე ძლიერიც და უფრო დამანგრეველიც არის.
საკმაოდ ძლიერ მეთოდს გასწავლით თვალის მოსაშორებლად – ამისთვის დაგჭირდებათ თასი, ბრინჯი და 3 კბილი ნიორი. თითები ჩაყავით და შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: „ამ ძალამ შეიწოვოს მთელი ჩემი ნეგატივი. მთელი ჩემი ცხოვრება გახდეს სუფთა, წმინდა, ნეგატივის და პრობლემების გარეშე. ვიყო წარმატებული. დაე, იყოს ასე“. ეს ყველაფერი გაიმეორეთ 7-ჯერ.
ბრინჯი შეიწოვს მთელ ნეგატივს, ნიორი კიდევ დაცვას დაგიყენებთ, რომ იოლად არ გაგთვალონ.
ეს თასი მთელი ღამე საწოლთან ან ფანჯრის რაფაზე გედოთ, დილით, სადაც გინდათ, იქ გადაყარეთ,“ – ამბობს ნინუშკა ლისენკო.
კომენტარები