თქვენ ფეხსალაგი ხართ ქართული პროპაგანდისტული რეჟიმის, ყველაფერს უნდა ელოდოთ, – ასე მიმართა ტელეკომპანია „ფორმულას“ წარმომადგენელმა ნინო ჟიჟილაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თოქ-შოუების წამყვანების შეხვედრაზე ტელეკომპანია „პოსტივის“ წარმომადგენელს ზვიად ავალიანს.
„ეს მედიები, ვინც აქ სხედხართ და მხარს უჭერთ რუსულ კანონს, თქვენ ხართ პრობლემა, „იმედია“ პრობლემა, „საზმაუა“ პრობლემა, „რუსთავი ორიც“ არის პრობლემა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ ამათი გამპრავებლები, დასაყრდენები, იდეოლოგები, პროპაგანდისტები და რუსები. აუცილებლად ყველას დაგერქმევათ თქვენი სახელი“, – მიმართა მან კოლეგებს.
კოლეგებზე ჟიჟილაშვილის თავდასხმას „აჭარის ტელევიზიის“ წარმომადგენელმა ვახო ხუზმიაშვილი გამოეხმაურა: „რუსი შენ ხარ, რუსს როგორ მიბედავ, შე თავხედო!“.
„პოსტივის“ წარმომადგენელს კი ნინო ჟიჟილაშვილმა თავდაპირველად პასუხის გაცემის საშუალება არ მისცა.
„თქვენ, პოსტივი, გაჩერდით ეხლა. თქვენ ფეხსალაგი ხართ ქართული პროპაგანდისტული რეჟიმის“, – მიმართა მან „პოსტივის“ წამყვანს ზვიად ავალიანს.
„მე რას ვფიქრობ თქვენს ტელევიზიაზე, ამ წუთში ამ ეთერში ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს იყო არა მარტო ფორმალური კოლეგიალობის დარღვევა. ამას მართლა არ ველოდი“, – უპასუხა ჟიჟილაშვილს ზვიად ავალიანმა.
„ყველაფერს უნდა ელოდოთ იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადარჩენის ზღვარზე, ჩვენ გვიდგას ეგზისტენციალური საფრთხე, ყველამ უნდა აგოთ ამაზე პასუხი – პრემიერიდან ტროლამდე, პოსტივიდან ქუჩის დაქირავებულამდე“, – მიმართა ჟიჟილაშვილმა კოლეგებს.
კომენტარები