სასურველი თმის ფერის მიღება ხშირად არ გამოგდით? გეტყვით, რა არის მიზეზი…
არ ცდილობთ სასინჯად თმის მცირე ნაწილის შეღებვას
სანამ თმის საღებავს მთელ თმაზე გადაინაწილებთ, სცადეთ თმის ძალიან პატარა ნაწილის შეღებვა, რათა დარწმუნდეთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ თუ არა.
თმის შეღებვამდე სარგებლობთ თმის ნიღბებითა და კონდიციონერებით
მიეჩვიეთ თავის ყოველდღიურად დაბანას? შეღებვამდე უმჯობესია, თავის დაბანაზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა სრულყოფილად არ შეგეღებებათ.
თმის საღებავს ძალიან დასაბან და დაუვარცხნელ თმაზე ისვამთ
ის, რომ არ დაიბანოთ თავი 24 საათის განმავლობაში – ერთია, ხოლო ჭუჭყიან და დაუვარცხნელ თმაზე საღებავის შეზელა – მეორე. ამ შემთხვევაში საღებავი თავზე არათანაბრად გადანაწილდება და საბოლოოდ, არასასურველ შედეგს მიიღებთ.
საღებავს საჭიროზე მეტ ხანს იჩერებთ თავზე, რათა თმის უფრო ინტენსიური ფერი მიიღოთ
ფიქრობთ, რომ, თუკი დიდხანს გაიჩერებთ საღებავს თმაზე, უფრო მკვეთრ ფერს მიიღებთ? არასწორად ფიქრობთ! თმის საღებავის მოქმედების დრო განსაზღვრულია 30-40 წუთით. ამ დროის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მოქმედებას. თმის საღებავის მითითებულ დროზე უფრო მეტ ხანს გაჩერება თავზე დაუშვებელია – ამგვარად გამოგიშრებათ თმაც და თავის კანიც. შედეგად კი მიიღებთ თავის კანის სიწითლეს, ქავილს, წვას, მტვრევად და არაელასტიკურ თმებს.
თმის საღებავს სველ/ნოტიო თმებში იზელთ
თმებში სხვადასხვა სახეობის პროცესები მიმდინარეობს, რაც თმის სირბილესა და ელასტიკურობას უწყობს ხელს. როდესაც თმები სველი ან ნოტიოა, ეს პროცესები ირღვევა და თმის საღებავი თმას აზიანებს. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნება აიცილოთ თავიდან, გაითვალისწინეთ, რომ თმა იყოს სუფთა და 100%-ით მშრალი.
კომენტარები