საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა აგვისტოს ომში დაღუპულ ბოლნისელ გმირთა ხსოვნას მიაგო.
მან გმირების საფლავები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი მირიანაშვილთან, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელ, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ მამულაშვილთან და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეამკო.
„დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტოს ომის გმირები. თითოეული ჩვენგანის ვალია ამ გმირი ბიჭების მოგონება, რათა მათი სახელები სამუდამოდ დარჩეს მომავალ თაობებს. მათ ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სამშობლოსათვის. თითოეული მათგანის გმირობა გვახსოვს და გვემახსოვრება მუდამ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა
კომენტარები