
85 წლის ასაკში ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, თენგიზ კიტოვანი 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
კიტოვანი 1992-93 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამოქალაქო ომში. კიტოვანი საქართველოს პირველი პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიასა და მის მხარდამჭერებს უპირისპირდებოდა.
ომისა და გადატრიალების შემდეგ 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. მოგვიანებით ის პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა, საქართველოში კი 2012 წლის შემდეგ დაბრუნდა.
კომენტარები