• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

თელავის საკრებულოს წევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

თელავის საკრებულოს წევრი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს
64 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, იმედა კევლიშვილმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც კევლიშვილი განმარტავს, პარტიის დატოვება რამდენიმე ფაქტორის გამო გადაწყვიტა. მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” შეკრებებში უკვე რამდენიმე თვეა მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო პარტიის თავმჯდომარე ისე აირჩიეს, ამის შესახებ არ იცოდა. კევლიშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” განსხვავებული აზრი მიუღებლად ითვლება, მაგალითად, გიორგი ვაშაძის მოყვანა პარტიის წევრებისთვის არავის უკითხავს.

„დღეს მივიღე ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება. დავტოვო ნაციონალური მოძრაობა.

იმიტომ ვტოვებ, რომ ნაც მოძრაობამ მოაწყო ბოიკოტი, 6 თვეა არც ერთ შეკრებაზე არ უთქვამთ თავმჯდომარე ისე აირჩიეს მე არ ვიცოდი. პარტიაში განსხვავებული აზრი ითვლება მიუღებლად. ვაშაძე მოიყვანეს და ვის ჰკითხეს“,  – წერს იმედა კევლიშვილი Facebook -ზე.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია