თბილისის ცენტრალურ უბნებში შესაძლოა, კომერციული ფართების გაქირავების ფასი შემცირდეს.
უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, დედაქალაქში სავაჭრო მოლების გახსნამ თბილისის მთავარ სავაჭრო ქუჩებზე – რუსთაველზე, ჭავჭავაძეზე, პეკინსა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კომერციული ფართების ნაწილი დააცარიელა. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
ამ უბნებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომერციულ ფართების გაქირვების ფასებმა შედარებით მოიმატა. თუკი გასული წლის ზამთარში კვადრატულის ფასი 50$-მდე მერყეობდა, ახლა საშუალო ფასი 70$-მდეც კი ავიდა.
სააგენტოს ცნობით, კომერციული ფართების გაქირავების ფასი უბნების მიხედვით განსხვავებულია. პეკინზე კვადრატულის ფასი 10$-დან იწყება, აღმაშენებელზე – 12$-დან, ჭავჭავაძესა და რუსთაველზე 15$-დან. მაქსიმალური ფასი კი 50$-ია.
ამასთან, განცხადებების მიხედვით, ყველაზე მეტი კომერციული ფართი ქირავდება ჭავჭავაძესა (85) და აღმაშენებელზე (40).
ზოგადად უბნების მიხედვით ფართების გაქირავების მაქსიმალური და მინიმალური ღირებულება კი ასეთია: რუსთაველზე მაქსიმალური ფასი 9170$, მინიმალური – 500$; აღმაშენებელის გამზირზე მაქსიმალური ფასი 10090$, მინიმალური – 100$; ჭავჭავაძეზე მაქსიმალური ფასი -17720$, მინიმალური – 120$; პეკინზე მაქსიმალური ფასი 8000$, მინიმალური – 120$.
კომენტარები