თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე ხელოვანი კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელებით დააჯილდოვა.
კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მსახიობ გურანდა გაბუნიას, კინორეჟისორ ნანა ჯორჯაძეს, მხატვარ რადიშ თორდიასა და მწერალ გივი შახნაზარს იუბილე მიულოცა.
„რამდენიმე დღის წინ პატივსაცემ ადამიანებს ჰქონდათ იუბილე. მინდა, მივულოცო დიდი სიყვარულით. პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არსებობა, რომლებსაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში. მინდა, სიგელები გადავცეთ კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვოთ ჯანმრთელობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კომენტარები