ბიძნესმენი, ძაღლების თავშესაფრის მეპატრონე თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ხშირად გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ უცხოელი სტუდენტების საყურადღებოდ. ნუ აგყავთ ქუჩიდან ლეკვი ან ძაღლი, ნუ წაართმევთ თავისუფლებას, თუ ცხოვრების ბოლომდე არ მიხედავთ. ზუსტად ასეა ამ საბრალო ძაღლის შემთხვევაში. პატრონი მიემგზავრება თავის ქვეყანაში და ვერ მიჰყავს. მან ქუჩის ცხოვრება დიდი ხანია დაივიწყა და ქუჩაში ვეღარ იცოცხლებს. ამიტომ როგორმე უნდა გავაჩუქოთ“- წერს თამაზ ელიზბარაშვილი და ძაღლის ფოტოს აქვეყნებს.
კომენტარები