• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკული საშუალებების განთავსებისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს

სვეტიცხოვლის ეზოში ნარკოტიკული საშუალებების განთავსებისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს
96 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

12 სექტემბერს დილიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

კრიმინალური პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ცნობით, ამ დროისთვის, 10-ზე მეტი პირია დაკავებული და ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა. დაკავებულთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ. ერთ-ერთი მათგანი უკრაინის მოქალაქეა, რომელმაც ნარკოტიკული საშუალებები სვეტიცხოვლის ეზოში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.

„დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელმაც სვეტიცხოვლის ეზოში, 9 სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების საშუალებით“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მისივე თქმით, სპეცოპერაცია გრძელდება და დღის ბოლომდე კიდევ მეტი პირის დაკავებას ვარაუდობენ.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია