გამოცემა The Sun-ი ამერიკელი წყვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სტატიის თანახმად, წყვილმა შვილის გასაჩენად სუროგაციას მიმართა, მაგრამ როცა სუროგატი დედა რამდენიმე თვის ფეხმძიმე იყო ის დააკავეს. როგორც გაირკვა, ქალი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
ივლისის ბოლოს წყვილმა ტიკტოკზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ცეკვავენ და სიხარულს ვერ მალავენ სუროგატის დაპატიმრების გამო, რადგან მათი თქმით, არ იცოდნენ, თუ სუროგატი დედა ნარკოტიკებს მოიხმარდა, ხოლო ახლა ის ციხეში კონტროლის ქვეშაა და მეტი შანსია, რომ მათი შვილი ჯანმრთელი დაიბადება.
კომენტარები