• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულად გამოიცემა

სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ გერმანულად გამოიცემა
504 ნახვა
9 shares
  • Facebook9
  • Twitter
  • LinkedIn

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და გამომცემლობის Edition Orient მიერ გერმანულ ენაზე გამოიცემა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“. ინფორმაციას წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გერმანულენოვან თარგმანზე ჰაინც ფენრიხმა იმუშავა. წიგნი ილუსტრირებულია ზურა მჭედლიშვილის მიერ.

„სიბრძნე სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილებაა. ის დაწერილია XVII საუკუნეში. კრებულში შესულია სულხან-საბა ორბელიანის 150-ზე მეტი იგავ–არაკი.

ცოტა ხნის წინ გერმანულ ენაზე გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნა“, ასევე, აკა მორჩილაძის „მამლუქი“, რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთების“ თარგმანი კი, გერმანული ლიტერატურული პრემიის შორთლისტში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ოქტომბერში ტარდება, ქართული ლიტერატურა 188 გერმანულენოვანი თარგმანით წარდგება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია