• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა
96 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე – „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ”,  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადება, სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე 7 სექტემბერს გამოქვეყნდა.

„საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას და უფლებების შეზღუდვის გამოყენების დარღვევას“ – წერია სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში.

საჩივარი 2019 წლის ივნისში, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას შეეხებოდა. მელია 2021 წლის 23 თებერვალს, საპოლიციო ძალებმა „ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. მას ბრალი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ედებოდა. პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა:

  • მე-5 მუხლი — თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
  • მე-18 მუხლი — უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია