ფოტოგრაფიის სხვა ჟანრისგან იმით განსხვავდება, რომ მისთვის დამახასიათებელია:
- ოპერატიულობა – ფოტოები განიხილება მიმდინარე ან უახლოეს წარსულში მომხდარი მოვლენების კონტექსტში.
- ობიექტურობა – როგორც შინაარსობრივად ისე ხასიათით, ფოტომასალა ზუსტად ასახავს სიტუაციას ან/და მოვლენას.
- თხრობითობა – ითვლება, რომ ფოტოების მეშვეობით შეიძლება საკითხი ბევრად უკეთ გადმოსცე, რადგან ამ დროს მაყურებელი უფრო კარგად აღიქვამს მოვლენას, ვიდრე როდესაც მხოლოდ სიტყვებით აღწერილს კითხულობს.
სტივ მაკკარი – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოჟურნალისტი, რომლის ფოტოს „ავღანელი გოგონას“ მთელი მსოფლიო იცნობს და რომელმაც მოხიბლა სამყარო.თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი არ დარჩენილა ერთი ფოტოს ფოტოგრაფად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე და მაკკარის აქვს უამრავი სხვა შესანიშნავი ფოტო. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად ითვლება პორტრეტების ჟანრში. ფოტოჟურნალისტიკაშიც ხშირად ახერხებს ამბის მოყოლას ადამიანის სახეებზე აღბეჭდილი ემოციებით, თუმცა, მაკკარი სულაც არ არის მხოლოდ პორტრეტისტი. რაც შეეხება ავღანელი გოგონას ისტორიას. წლების სემდეგ მაკკარი ისევ გაემგზავრა ავღანეთში, რათა ეპოვა გოგონა, რომლის სახელიც კი არ იცოდა. დიდი ხნის ძიების შემდეგ მან მიაგნო გოგონას და ახალი ფოტოც გადაუღო national Geographic-ის ნომრით ხელში. როგორც ფოტოგრაფი აღნიშნავს იგი შეძრა გოგონას ცვლილებამ.
კომენტარები