საბერძნეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Kathimerini-ი იტყობინება.
მედიასაშუალების ცნობით, მაშველები წყალში ჩარჩენილ ადამიანებს და დაკარგულებს ეძებენ. არ გამორიცხავენ, რომ სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
მაშველებმა და სამხედროებმა ვერტმფრენების გამოყენებით საცხოვრებელი სახლების სახურავებზე მყოფი 149 ადამიანი გადაარჩინეს.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და დასახლებები. დაიტბორა ქალაქი კარდიცასა და ტრიკალასა.
კომენტარები