ბრიტანეთში The Canterbury Auction Gallerie-ის აუქციონზე სტალინის ბრინჯაოს ნიღაბი ბრინჯაოსვე ხელებთან ერთად 13 500 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ფასი 2 000 გირვანქას არ აღემატებოდა. ნიღბის მფლობელი სავაჭრო ფლოტის ყოფილი მეზღვაურის შვილიშვილი იყო, რომელმაც ის ბაბუის ნივთებში აღმოაჩინა.
ნიღაბი საბჭოთა ბელადის გარდაცვალების შემდეგ არის დამზადებული. სულ მსოფლიოში მისი 12 ასლი არსებობს.
კომენტარები