SpaceX-მა კოსმოსში ჩარჩენილი ორი ასტრონავტის დედამიწაზე დასაბრუნებლად კოსმოსური ხომალდი გაგზავნა.
Dragon-ის ხომალდში, რომელიც 28 სექტემბერს აფრინდა, ასტრონავტებისთვის ორი ცარიელი ადგილია გათვალისწინებული.
ასტრონავტები ბუჩ ვილმორი და სუნი უილიამსი კოსმოსში მხოლოდ 8 დღეს უნდა დაყოვნებულიყვნენ თუმცა, ხომალდის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მათ კოსმოსში გაჩერება 8 თვეს მოუწევთ. ხომალდი ასტრონავტებს დედამიწაზე 2025 წლის თებერვალში დააბრუნებს.
კომენტარები