
SpaceX-ის კოსმოსური ხომალდის Starship-ის, რომელიც ასტრონავტების მთვარეზე და მის ფარგლებს გარეთ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში გადასაყვანად შეიქმნა, განმეორებითი სატესტო გაშვება სამხრეთ ტეხასიდან წარუმატებელი აღმოჩნდა. აფრენიდან დაახლოებით 8 წუთის შემდეგ, SpaceX-მა განაცხადა, რომ დაკარგა მასთან კონტაქტი და დაასრულა პირდაპირი ტრანსლაცია. კოსმოსური ხომალდი, სავარაუდოდ კოსმოსში მიღწევიდან რამდენიმე წუთში აფეთქდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
იგეგმებოდა, რომ Starship შეასრულებდა სუბორბიტალურ ფრენას და დაბრუნდებოდა დედამიწაზე, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ფრენა თავიდან ნორმალურად მიმდინარეობდა, პირველი ეტაპის გამოყოფისას, რომელიც დედამიწაზე უნდა დაბრუნებულიყო, განშორებიდან მალევე აფეთქდა. მეორე ნაწილმა კი განაგრძო ფრენა, მაგრამ ხომალდთან კომუნიკაცია შეწყდა, როცა მან 148 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია.
ცნობისთვის, მასიური ორნაწილიანი სარაკეტო სისტემის გაშვების პირველი მცდელობა 2023 წლის აპრილის თვეში წარუმატებელი აღმოჩნდა. რაკეტა გაშვებიდან 4 წუთის შემდეგ აფეთქდა.
კომენტარები