სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კავკასიის მთავარ მეზობლებს შორის ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების მოლოდინში, აზერბაიჯანს თავდაუსხმელობის პაქტზე ხელმოწერა შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთმა სტრატეგიული უსაფრთხოების შეხედულებებს უნდა გადახედოს.
„აუცილებელია, პირდაპირ, ხმამაღლა ვაღიაროთ, რომ ჩვენში დამკვიდრებული იდეები უსაფრთხოების სისტემებისა და მათი ფუნქციონირების ფორმულების შესახებ სასტიკი ხუმრობით გვეთამაშა და სომხეთის რესპუბლიკას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ურთიერთობების დივერსიფიკაციისა უსაფრთხოების სფეროში, ჩვენ მივყვებით ამ გზას. ჩვენ ვიმყოფებით ახალი და თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის შეძენის გზაზე. ბოლო წლებში მთავრობამ გააფორმა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები იარაღისა და საბრძოლო მასალის შესყიდვაზე. არმიის რეფორმირება, ძლიერი და საბრძოლო მზადყოფნის მქონე ჯარის ყოლა ყველა ქვეყნის სუვერენული უფლებაა და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
კომენტარები