„სომეხი ხალხი საკმაოდ ბრძენია, რომ ნატოს გავლენას და დაპირებებს არ აჰყვეს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„ჩვენ ვხედავთ ნატოს მცდელობებს, რომ არა მარტო უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლებიც, ამ შემთხვევაში სომხეთი, თავისი გამხრწნელი გავლენის სფეროში ჩაითრიოს.
დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის საზოგადოებას, სომეხ ხალხს საკმარისი სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა გააჩნია, რომ ასეთ პროვოკაციულ ანტირუსულ და ანტისომხურ პროვოკაციულ მცდელობებს აჰყვეს და შესაძლებლობა მისცეს, რომ მან სომხეთი თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს“, – განაცხადა ლავროვის მოადგილემ.
გალუზინის თქმით, აქამდე ნატოსთან დაახლოებას არცერთი ქვეყნისთვის უსაფრთხოების კუთხით დამატებითი გარანტიები არ მიუცია.
ცნობისთვის, 6 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 11-20 სექტემბერს სომხეთში აშშ-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩატარდება.
მანამდე კი ნატოს განვითარების ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ ჰიუნტერ ფელინგერმა განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, სომხეთი ნატოში რომ შესულიყო. თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაან კოსტანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი ნატოსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს და ამ პროცესის გასაგრძელებლად მზად არის.
ამ განცხადების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გრუშკომ განაცხადა, რომ ნატოში სომხეთის გაწევრიანების შესახებ განცხადებები „დიდი ფანტაზიებია“.
კომენტარები