სომალის სანაპიროზე გაიზარდა მეკობრეების რიცხვი, რომლებიც თავს ესხმიან დიდ და პატარა გემებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წითელ ზღვაში უსაფრთხოება შეფერხდა „ჰუსიტი“ მებრძოლების მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმების გამო, – ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ნოემბრიდან მოყოლებული სომალიმ დააფიქსირა ხუთი თავდასხმა კომერციულ გემებზე მის სანაპიროებთან. ბოლო ინციდენტი მოხდა დეკემბერში, როდესაც მეკობრეებმა მძევლები აიყვანეს. საერთაშორისო საზღვაო ბიუროს ცნობით, ეს იყო სომალის სანაპიროზე გემის პირველი წარმატებული გატაცება 2017 წლის შემდეგ.
5 იანვარს, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემის MV Lila Norfolk-ის გატაცება სცადეს, მაგრამ ინდოეთის საზღვაო ფლოტმა სამაშველო სამსახური გაგზავნა დასახმარებლად, მეკობრეებმა გაქცევა მოახერხეს.
ამავე ცნობით, მსხვილ გემებზე თავდასხმების გარდა, ბოლო კვირების განმავლობაში ისინი თავს დაესხნენ სულ მცირე ხუთ ირანულ თევზსაჭერ გემს.
გასულ წელს სომალის სანაპიროზე 28 082 გემმა გაიარა. აღმოსავლეთ აფრიკამ განაცხადა, რომ მეკობრეობის მუდმივმა ტენდენციამ შეიძლება გაზარდოს გადამზიდავებისთვის ხარჯები და დაარღვიოს მიწოდების ჯაჭვები.
კომენტარები