
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოითხოვს ჰუმანიტარულ პაუზებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის.
„სიტუაცია რეგიონში რღვევის ზღვარზეა. როგორც ჩანს, განხეთქილება უფრო ღრმავდება. ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიგრძნოთ, რამდენად დიდია სასოწარკვეთა ახლო აღმოსავლეთში, როგორ იტანჯება ხალხი ღაზაში, როგორ იტანჯება ხალხი დასავლეთ სანაპიროზე, რადგან ისინი გლოვობენ საყვარელ ადამიანებს. როგორ იტანჯება ხალხი ისრაელში, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან, სად არიან მათი გატაცებული შვილები, მათი გატაცებული ცოლები“, – აღნიშნა ბერბოკმა.
კომენტარები