ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის მეცნიერებმა დედამიწაზე სიცოცხლისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის – ფოსფორის გაჩენის ფაქტი შეისწავლეს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფოსფორი დედამიწაზე კომეტაზე მდებარე ფოსფორის მონოქსიდის მოლეკულის სახით მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას Science Alert-ი ავრცელებს.
სპეციალისტებმა ვარსკვლავების ფორმირების რეგიონი AFGL 5142 რადიოტელესკოპ ALMA-ს დახმარებით შეისწავლეს. რადიოემისიის სპექტრის ანალიზით შესაძლებელი გახდა დაედგინათ თუ რომელი მოლეკულები არიან რეგიონში. აღმოჩნდა, რომ ახალი ვარსკვლავების ირგვლივ სივრცეში ფოსფორის მონოქსიდის მოლეკულები არსებობენ. ისინი ვარკსვლავთშორის მტვრის ღრუბლებში ყალიბდებიან და მათზე გაზების ნაკადები ახდენენ გავლენას.
ფოსფორი დნმ-ისა და ცილის ფორმირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედის კედლების ფორმირებასა და უჯრედების მიერ ენერგიის შენახვის პროცესებში.
კომენტარები