ცნობილმა ფსიქოლოგმა ჯედ დეიმონდმა 40 წლიანი კვლევის შემდეგ დაადგინა, რომ ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან პოულობს თავისი ცხოვრების სიყვარულს.მთავარი პრობლემა კი ურთიერთობაში ის სირთულეებია, რომლის გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგი ამტკიცებს, რომ სიყვარულს აქვს 5 უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ადამიანები ხშირად მე-3 ეტაპზე შორდებიან.
შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა განსაკუთრებულად მძლავრია ბედნიერების ჰორმონი. ეს არის ეტაპი, როცა ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის პარტნიორი უნაკლო ადამიანია, ხშირად გვგონია, რომ ეს ადამიანი ჩვენს ყველა სურვილს უსიტყვოდ შეასრულებს და ასე იქნება მუდამ. ამ დროს სკეპტიკური აზრის გათვალისწინება არავის უნდა.
ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ამ ეტაპისთვის სიყვარული უფრო მყარი ხდება და პაემანს თანაცხოვრება ცვლის. ამ დროს ადამიანები უკეთ იცნობენ ერთმანეთს. ესაა ბედნიერების და სიხარულის პერიოდი. ამ დროს ჩნდებიან შვილები, რაც ბედნიერებას კიდევ უფრო ამყარებს.
იმედგაცრუება – ეს არის პერიოდი, როცა იმედების გაცრუება იწყება. პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეფროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენებათ. ამ დროს პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. ბევრი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა.
კრიზისისა და დიდი სიყვარულის ეტაპი – თუ მესამე ეტაპის გადალახვა შეძელით, ჩნდება ღირებულებების გადაფასების ეტაპი. თქვენ ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური ადამიანი, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელთან ერთადაც უამრავი სირთულე გადალახეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და გადადიხართ ურთიერთობის ახალ, დიდი სიყვარულის ეტაპზე.
სიყვარულის გააზრება – მას შემდეგ, რაც სიყვარულის გზაზე არსებულ ყველა სირთულას გადალახავთ, ხვდებით რომ ერთნაირად შეიცვალეთ. რომ მხოლოდ თქვენ ორს, ერთობლივი ძალებით გაქვთ უნარი შეცვალოთ რაღაც ამ სამყაროში. თქვენ ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას იწყებთ და მოქმედებთ როგორც ერთი ადამიანი. აქ კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული შედგა.
კომენტარები