ზოგი სასაცილო იყო, ზოგი შოკისმომგვრელი და აუხსნელი, მაგრამ მოდის სტანდარტები ჩვენს პლანეტაზე ყოველთვის არსებობდა – მაიას ცივილიზაციიდან მოყოლებული…
რენესანსის ეპოქა
რენესანსის ეპოქის ქალებისთვის მაღალი, მომრგვალებული შუბლი მშვენიერი სქესის ნამდვილი ტრენდი იყო. ქალების უმეტესობა შუბლზე თმას იპარსავდა, რათა სახისთვის სასურველი პროპორციები მიეცა.
ზოგადად, რენესანსშის ეპოქაში ცხოვრება ქალებისთვის ადვილი არ იყო. მათ არა მარტო შუბლის გაპარსვა, არამედ წამწამების გაპუტვაც უწევდათ, რადგან უწამწამებო თვალები იყო მოდური.
მეორე მსოფლიო ომი
გასული საუკუნის შუა წლებამდე ევროპის ბევრ ქვეყანაში შიშველი ფეხები უხამსობის მწვერვალად მიიჩნეოდა, მაგრამ ყველა გოგონას არ ჰქონდათ ნეილონის კოლგოტების შეძენის შესაძლებლობა. მოხერხებულმა ქალბატონებმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იპოვეს – კოლგოტების იმიტაციისთვის ფეხებზე სპეციალურ საღებავს ისვამდნენ. ხელმოკლე ქალებს არ ჰქონდათ საშუალება, საღებავი ყოველდღე ჩამოებანათ და ახალი წაესვათ, ამიტომ შეღებილი ფეხებით სიარული უწევდათ.
მაიას ცივილიზაცია
უძველეს ტომს სილამაზის შესახებ საკუთარი წარმოდგენა ჰქონდა. ძველ ინდიელებს მიაჩნდათ, რომ ხაზი ცხვირიდან შუბლამდე იდეალურად თანაბარი უნდა იყოს, რაც რა თქმა უნდა, ადამიანის ანატომიას ეწინააღმდეგება, მაგრამ გამოსავალი აქაც იპოვნეს: ახალდაბადებულ ბავშვებს სპეციალური ქუდები ჩააცვეს, რომლებიც სახის საჭირო ნაკვთებს აყალიბებდნენ.
ცინის დინასტია, ჩინეთი
ძველ ჩინეთში კეთილშობილებისა და სილამაზის ნიშნად გრძელი ფრჩხილები ითვლებოდა. ამასთან, რაც უფრო გრძელი იყო ფრჩხილები, მით უკეთესი. გრძელი ფრჩხილები იმის ნიშანი იყო, რომ ლამაზმანი შრომას მიუჩვეველი იყო და ფუფუნებაში ცხოვრობდა.
XVII საუკუნის ინგლისი
ამ პერიოდის ინგლისში ღრმა დეკოლტე ძალიან მოდური იყო. თითქოს ამაში უჩვეულო არაფერია, მაგრამ მაღალ წარმოშობაზე აქცენტის გასაკეთებლად, გოგონები დეკოლტეს მიდამოში ლურჯი ფანქრით ძარღვებს იხატავდნენ.
ვიქტორიანული ინგლისი
ეს ეპოქა ცნობილია თავისი მკაცრი ზნეობითა და მაქსიმალური თავშეკავებით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვიქტორიანულ ინგლისში ძალიან გავრცელებული იყო სხეულის ინტიმურ ნაწილებზე პირსინგის გაკეთება – მოდა, რომელიც თავად პრინცმა ალბერტმა დაამკვიდრა.
ევროპა, XIX საუკუნე
მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში მოდური გახდა ე.წ. „რეგულირებადი“ კორსეტები, რომელთა მიზანი ქალის მკერდის მაქსიმალურად აწევა იყო.
ანტიკური ჩინეთი
ჩინელი ქალბატონები ბუნებრივ წარბებს უმოწყალოდ იპუტავდნენ და მის ადგილზე საღებავის დახმარებით ახლებს იხატავდნენ. ამასთან, წარბის ფორმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა – სწორედ ამის მიხედვით ადგენდნენ ქალის განწყობას. საგანგებო ინსტრუქციები არსებობდა, თუ როგორ უნდა დახატოთ „სევდიანი”, „მხიარული”, „მებრძოლი”, „მორჩილი” და „პატივმოყვარე” წარბები.
ძველი საბერძნეთი
ძველ საბერძნეთში მაღალი წარმოშობის ნიშნად გადაბმული წარბები მიიჩნეოდა. გოგონები, რომლებსაც ბუნება ასეთი „სილამაზით“ არ აჯილდოებდა, იძულებულები იყვნენ, რომ წარბები ნახშირის დახმარებით გაეერთიანებინათ.
კომენტარები