58 წლის კენეტ სმიტი შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი მსჯავრდებულია, რომელიც სიკვდილით აზოტის შესუნთქვით დასაჯეს.
აშშ-ის ალაბამას შტატში სიკვდილით დასჯის ახალი, აზოტით ჰიპოქსიის მეთოდი პირველად გამოიყენეს.
ალაბამას გარდა, აშშ-ის კიდევ ორმა შტატმა დაამტკიცა სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდი, აზოტით ჰიპოქსია. მიზეზად დასახელდა შემდეგი ფაქტი, რომ აქამდე გამოყენებული ნარკოტიკი, რომლითაც დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ, უფრო რთული საშოვნელი იყო.
სიკვდილით დასჯის ამ მეთოდის გამოყენებას გაერო-შიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ მსგავსი მეთოდით სიკვდილით დასჯა სისასტიკეა.
ალაბამას შტატში განაცხადეს, რომ ეს ყველაზე უმტკივნეულო და ჰუმანური მეთოდია, რაც კი აქამდე სიკვდილით დასჯისას გამოუყენებიათ. აღნიშნული მეთოდის გამოყენებამდე კი განაცხადეს, რომ აზოტის შესუნთქვით, სმიტი გონებას სწრაფად, ერთი წუთის განმავლობაში დაკარგავდა, თუმცა როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, პროცესს კიდევ 25 წუთი დასჭირდა.
კენეთ სმითს ბრალი 1988 წლის 18 მარტს სასულიერო პირის ცოლის მკვლელობისთვის წარუდგინეს. სმითის გარდა, მკვლელობაში კიდევ ერთი ადამიანი იყო ბრალდებული, რომლებიც სიკვდილით 2010 წელს დასაჯეს. პროკურორების თქმით, სასულიერო პირმა საკუთარი ცოლის მოკვლისთვის მათ 1 000-1 000 დოლარი გადაუხადა. ცოლის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ სასულიერო პირმა თავი მოიკლა.
კომენტარები