შვედეთის ჯანდაცვის სისტემამ ვირუსის დაწყებიდან ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძალიან ძლიერი პოლიტიკა დააწესა და ფიზიკური დისტანცირების, ადამიანების მოვლისა და დაცვის გრძელვადიანი შესაძლებლობა შექმნა.
„თუ გვსურს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, შვედეთი უამრავ ასპექტში საზოგადოების მომავალ მოდელს წარმოადგენს, რომელშიც ყველაფერი დახურული არ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკლ რაიანმა.
ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს.
შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.
ბოლო მონაცემებით კი, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 586 და გამოჯანრთელებულია 1 005 ადამიანი.
კომენტარები