შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
განცხადების მიხედვით, შვედეთის სამეფოს ნატოში გაწევრიანების ოქმი დღეიდან შევიდა ძალაში.
NATO-ში გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტენსონი ვაშინგტონში იმყოფება.
არსებული ცნობით, ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშა ორშაბათს, 11 მარტს აღიმართება.
შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების განაცხადი 2022 წლის მარტში, მას შემდეგ შეიტანეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების პროცედურა 2023 წლის მარტში დაასრულა. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ქვეყნებს შორის შეთანხმება შედგა.
კომენტარები