Ford Motor Company-მ და VML-მ ინოვაციური ღვედი შექმნეს ქალებისთვის, რომელთაც მკერდი მოჰკვეთეს. მიზანი დისკომფორტის შემცირება იყო, რომელიც ღვედის ამ ადგილზე შეხებას ახლდა თან…
VML-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ლინ სიმონჩინმა ზუსტად იცოდა, რას ნიშნავდა ეს, რადგან 2022 წელს თავად ჩაუტარდა მასტექტომია, მკერდის მოკვეთა… სწორედ ამ დისკომფორტმა შთააგონა იგი, რაღაც გამოსავალი მოეძებნა, რომელიც კომფორტულ მგზავრობას უზრუნველყოფდა და საბოლოოდ იგი, Ford-თან ერთად, SupportBelt-ის სახელით გაგვაცნო.
World Health Organization-ის თანახმად, 157 ქვეყნის მასშტაბით, მკერდის კიბო სიმსივნეებს შორის ყველაზე გავრცელებული ტიპია ქალებში. მხოლოდ ამერიკაში ყოველწლიურად 100 000 ადამიანი იტარებს მკერდის მოკვეთის ოპერაციას. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ Ford ამერიკელ პაციენტებს SupportBelt-ის აქსესუარს უფასოდ სთავაზობს…
კომენტარები