„უოტფორდმა“ გიორგი ჩაკვეტაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის ვებგვერდი იტყობინება. ჩაკვეტაძე გუნდის საკუთრებაში 2029 წლამდე იქნება.
როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ პოსტერშია აღნიშნული, ინფორმაციას კომენტარებში ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი ლედი გაგა გამოეხმაურა.
„მე შენი ყველაზე დიდი ფანი ვარ და გამოგყვები მთელი ქვეყნის მასშტაბით! ჩაკვე ჩაკვეტაძე“ – წერს, როგორც პოსტერშია მითითებული, ლედი გაგა.
უცნობია, რამდენად რეალურია, რომ მეგა-ვარსკვლავმა ქართველ ფეხბურთელს დაუკომენტარა.
კომენტარები