ვერძი
ჯობს, მიმდინარე კვირა რადიკალურ ცვლილებებს არ დაუთმოთ. განსაკუთრებით, უმჯობესია, თუ სამართლებრივ საკითხებთან გამკლავებას მომდევნო კვირისთვის გადადებთ. ასევე, მენეჯმენტთან, სამსახურთან დაკავშირებული თემებიც თუ შესაძლებელია, დროებით გადადეთ და ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესის ცვლილებას დაუთმეთ. შესაძლოა, ბოლო პერიოდში მომატებულ შფოთვასა და დაღლილობას გრძნობთ. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ცხოვრების წესში რაღაც უნდა შეცვალოთ. განიტვირთეთ, დრო მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას დაუთმეთ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და ბედნიერ დღეებს მოგიტანთ. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ოქტომბერი მნიშვნელოვან ცვლილებებს უმზადებს – ასტროლოგები ასახელებენ)
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეუძლიათ, სამსახურებრივ საკითხებს სრულიად თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ და სიახლეები დაგეგმონ. მათ ექნებათ ყველა შანსი, სასურველი პოზიცია დაიკავონ, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები აღმოაჩინონ და პერსპექტიულ გარემოში აღმოჩნდნენ. სტაბილური ფინანსური გარემოც გაგახარებთ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჯობს, ამ კვირაში დიდი შესყიდვები არ განახორციელოთ და შემდეგი პერიოდებისათვის გადადოთ. ამავე კვირაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება საკმაოდ ეფექტურად მოაგვარონ და სასიამოვნო განწყობა შეიქმნან.
ტყუპები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ტყუპები მიმდინარე კვირის განმავლობაში ემოციური ფონის მომატებას იგრძნობენ, რამაც შესაძლოა, კომუნიკაციის გართულება და კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს. მეგობრებთან კამათსაც მოერიდეთ, განსაკუთრებით თუ თქვენი მეგობრები ვერძის, მორიელის ან თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები არიან. შესაძლოა, უმნიშვნელო კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ერთმანეთს ძალიან აწყენინოთ. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, განიტვირთეთ, მოუსმინეთ სასურველ მუსიკას, დრო დაუთმეთ ჰობის. ასე შეძლებთ, შედარებით რთული დღეები მარტივად გაიაროთ და განაგრძოთ იმ საქმის გაკეთება, რომელიც გიყვართ და მოგწონთ.
კირჩხიბი
მზის დაბნელების დღეს კირჩხიბებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამას კი დაემატება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდეთ. კვირის მეორე ნახევარი ფინანსური სტაბილურობითა და მატერიალური კეთილდღეობით გაგახარებთ. შესაძლოა, შემოსავლის მიღების დამატებითი წყაროები აღმოაჩინოთ, განახორციელოთ თქვენი გეგმები ან არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ. რომანტიკულ სფეროში კვირის განმავლობაში სტაბილური და მშვიდი გარემო გელოდებათ. ხოლო, თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ახლა შეხვდეთ მას, ვისაც დიდი ხანია, ელოდებით.
ლომი
ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენს თითოეულ სიტყვას დააკვირდეთ და გააკონტროლოთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას და შეეცადოთ, სპონტანური შესყიდვები თავიდან აირიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ დაძაბულ გარემოში აღმოჩნდეთ. ამავდროულად, კრეატიულ ლომებს კვირის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ, მიიღონ შექება, მოიპოვონ პოპულარობა და ხელსაყრელი შეთავაზებები. ნახეთ ვრცლად
კომენტარები