სეზონური პროდუქტების მიღება ჯანსაღი კვების მთავარი პრინციპია. შემოდგომის მოსავალი ორგანიზმს ვიტამინებით ამარაგებს და ამ გზით ზამთრისთვის ამზადებს.
ამ პროდუქტებს შორის არის:
1. ვაშლი
ეს ხილი კანიანად უნდა მიირთვათ, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი ანტიოქსიდანტების, ბოჭკოს და სიმსივნეებთან მებრძოლი ფლავონოიდების დიდი რაოდენობა. ნაყოფის გარდა, სასარგებლოა ვაშლის კურკის ჭამაც, რომელიც ორგანიზმს იოდით და რკინით გაამდიდრებს.
2. ბრიუსელის კომბოსტო
ეს ბოსტნეული D ვიტამინის, ფოლიუმის მჟავას და რკინას დღიურ დოზას შეიცავს. ბრიუსელის კომბოსტო ეხმარება მხედველობის აღდგენას, ქოლესტერინის დონის შემცირებას, იმუნიტეტის ამაღლებას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას. ორსულობის დროს ის ამცირებს თანდაყოლილი ანომალიების რისკს.
3. მსხალი
მსხალი დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ბოჭკოს, პექტინს და სპილენძს შეიცავს. ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე მეტალების და ტოქსინების გამოდევნას.
4. ყვავილოვანი კომბოსტო
ყვავილოვან კომბოსტოს აქვს საკმაოდ მდიდარი შემადგენლობა: შეიცავს ბოჭკოვანს, C და K ვიტამინებს, ვიტამინ B6-ს და ფოლიუმის მჟავას. გარდა ამისა, დაბალკალორიულია. ყვავილოვანი კომბოსტო თანამედროვე საკვები რაციონის მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
5. გოგრა
ის, რაც ამ ბოსტნეულს სხვა კულტურებისგან გამოარჩევს, კალიუმის, ბეტა-კაროტინის და ბოჭკოს მაღალი შემცველობაა. გოგრა სასარგებლოა გულის დაავადებების, თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების, უძილობის, ბუასილის, ათეროსკლეროზის, გაციების, პოდაგრის, ნერვული აშლილობისა და მხედველობის პრობლემების დროს.
6.ბოლოკი
ბოლოკი ვიტამინების A, K, C და ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. მის წვენს აქვს ტკივილგამაყუჩებელი, დამამშვიდებელი და ამოსახველებელი მოქმედება, შლის თირკმელებში კენჭებს, ასტიმულირებს გულის აქტივობას და დადებითად მოქმედებს სახსრების დაავადებებზე.
7. ბროწეული
ბროწეული მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით და ისეთი მინერალებით, როგორიცაა კალიუმი და ფოსფორი. ამ ყველა სიკეთესთან ერთად, ბროწეული საკმაოდ დაბალკალორიული ხილია: 100 გრ. ბროწეულზე 72 კკალ. მოდის. ბროწეული სუპერ ანტიოქსიდანტია და შეიცავს ნივთიერება პუნიკალაგინს, რომელიც დადებითად მოქმედებს გულზე. პუნიკალაგინი სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და ამცირებს სისხლში ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის დონეს. სასარგებლოა არამხოლოდ ბროწეულის მარცვლები, არამედ მისი ქერქიც – ბროწეულის ქერქის ნახარშს ხშირად იყენებენ კუჭ-ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ.
8. ფინიკი
ფინიკი ძალზე სასარგებლო პროდუქტია, ის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელ ელემენტს შეიცავს: კალციუმი, თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ქლორი, გოგირდი, იოდი, ქრომი, ფთორი, მოლიბდენი, ბორი, ვანადიუმი, კალა, ტიტანი, კაჟი, კობალტი, ნიკელი, ალუმინი, ფოსფორი, ნატრიუმი. ფინიკში შედის ვიტამინები: A, B1, B2, B5, B6, C, H, PP. მეცნიერები ამბობენ, რომ დღეში 10 ფინიკი საკმარისია მაგნიუმის, სპილენძის და გოგირდის დღიური მოთხოვნილების სრულად დასაკმაყოფილებლად.
9. გრეიპფრუტი
გრეიპფრუტი ცნობილია, როგორც ლიკოპინის, C ვიტამინის და პექტინის წყარო, რომელიც ქოლესტერინის დონის შემცირებას უწყობს ხელს.
10. მანდარინი
გვიანი შემოდგომის ეს ხილი ითვლება ბეტა-კაროტინისა და C ვიტამინის შესანიშნავ წყაროდ. მანდარინი ამცირებს სიმსუქნის რისკს, იცავს 2 ტიპის დიაბეტისგან და ზოგიერთი ქრონიკული დაავადებისგან, თავისუფლებს ორგანიზმს მძიმე მეტალებისგან, ამაგრებს ძვლებს და აღადგენს ქსოვილებს, ხელს უშლის ქოლესტერინის შეწოვას ნაწლავებში და ხელს უწყობს სისხლის კაპილარების გაძლიერებას.
კომენტარები