• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

შავი შოკოლადი თუ ყავა?!

შავი შოკოლადი თუ ყავა?!
447 ნახვა
7 shares
  • Facebook7
  • Twitter
  • LinkedIn

სახლში, კაფეში, სამსახურში, ყველგან და ყოველთვის მივირთმევთ შოკოლადსა და ვსვავთ ყავას. ეს ორი პროდუქტი XXI საუკუნის ნარკოტიკადაც კი იქცა არა მარტო ქალებისთვის არამედ მამაკაცებისთვისაც.
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მუქი შოკოლადი ყავაზე ეფექტურია ფოკუსირებისა და კონცენტრირების უნარის გაძლიერებისთვის.

კვლევაში 18-დან 25 წლამდე ასაკის 122 მოხალისე მონაწილეობდა. მათ აზროვნებისა და მეხსიერების ტესტები უტარდებოდათ. ერთდროულად მიმდინარეობდა ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევა, რომელიც ტვინის აქტივობას ავლენდა.

ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მუქი შოკოლადი, 60% კაკაოს შემცველობით, მონაწილეთა ყურადღების დონეს საგრძნობლად ზრდიდა. საკონტროლო ჯგუფმა, რომელსაც შოკოლადი არ ეძლეოდა, უფრო მოკრძალებული შედეგები აჩვენა.

აღსანიშნავია, რომ მუქ შოკოლადს ერთი გვერდითი ეფექტი აქვს – ის წნევის მატებას იწვევს. მკვლევარებმა მას დაამატეს L-თიანინი – მწვანე ჩაიში არსებული ამინომჟავა, რომელსაც დამამშვიდებელი და სისხლძარღვთა გამაფართოვებელი ეფექტი აქვს. ამან არტერიული წნევის მოწესრიგება უზრუნველყო.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, სტიმულირების აღნიშნული ეფექტით მხოლოდ შავი შოკოლადი ხასიათდება, ხოლო რძიანს -ასეთი ეფექტი არ აქვს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია