ტედ ბანდი აშშ-ს ისტორიის ერთ-ერთი განსაკუთრებულად სასტიკი სერიული მკვლელია. მისი ამბავი მრავალი რომანისა თუ ფილმის ინსპირაცია გახდა. მან 36 ადამიანის მკვლელობა აღიარა, თუმცა დღესაც დაზუსტებით არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი მოკლა სინამდვილეში და როდის დაიწყო მკვლელობები.
ბანდის, საბოლოოდ, მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი მისი დანაშაულისთვის. იგი 1989 წელს ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯეს.
ციხის ეზოში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ტედის ფერფლი, მისივე თხოვნით, სწორედ იმ ადგილას მოაფრქვიეს, სადაც მას ოთხი გოგონა ჰყავდა მოკლული.
ხუთი ათწლეულის დუმილის შემდეგ, ტედ ბანდის ოჯახი ალაპარაკდა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა წერილები, რომლებიც სასიკვდილო განაჩენის გამოტანამდე ტედმა ოჯახს მისწერა. ის ოჯახს ადანაშაულებდა, რომ მისი ბრალეულობა დაიჯერეს.
ბიძაშვილს ერთ-ერთ წერილში ბანდი წერდა: „ მე არ მაქვს დანაშაულის გრძნობა, ან სინანული იმის გამო, რაც გავაკეთე.”
ტედის ბიძაშვილმა უცხოურ გამოცემასთან საუბრისას თქვა:„ რაც მან ეს გააკეთა, საშინელება იყო, ეს არ იყო ტედი, რომელსაც ვიცნობდი და მიყვარდა“.
ტედ ბანდიმ, სიკვდილის წინ, ადვოკატის შუამავლობით ოჯახს გადასცა: „ჯიმ და ფრედ, მინდა, რომ ჩემი სიყვარული ჩემს ოჯახსა და მეგობრებს აჩუქოთ”.
ტედის მკვლელობები, სავარაუდოდ, 1974 წელს დაიწყო, როდესაც სიეტლსა და ორეგონში რამდენიმე გოგონა უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვეოდა – გაუჩინარებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონები მამაკაცთან ერთად შენიშნეს, რომელსაც ტედი ერქვა.
ძირითად შემთხვევაში, ბანდი გოგონების სიკეთით სარგებლობდა. იგი თავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად ასაღებდა და მსხვერპლს დახმარებას სთხოვდა. მანქანის ყიდვის შემდეგ კი, ქალებს, თავში ძლიერი ჩარტყმით, უგონო მდგომარეობაში აგდებდა და იტაცებდა.
როგორც წესი, ტედი მსხვერპლს ცემით კლავდა ან ახრჩობდა. დანაწევრებულ ცხედრებს ბუნებაში მალავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანდახან კაცს გვამები სახლში მიჰქონდა და თავს სექსუალურად იკმაყოფილებდა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, მხოლოდ გოგონების თავები მიჰქონდა და მათთან ერთად იძინებდა.
კომენტარები