პოპულარული კანადელი მომღერალი სელინ დიონი მეუღლის, 73 წლის რენე ანჯელინის გარდაცვალების შემდეგ, მაყურებლის წინაშე სცენაზე პირველად წარდგა. სელინ დიონმა სოლო კონცერტი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა და მაყურებელს ემოციები გაუზიარა. მანვე საღამოს მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებას მათი ცხოვრების აქამდე უცნობი კადრები აჩვენა.
„მთელი ცხოვრება ყველაფერს ჩემი ქმრისთვის ვცდილობდი. ის ყოველთვის ამ დარბაზში იჯდა. ხალხი ფიქრობდა, რომ სცენიდან ყოველთვის მას ვუყურებდი, მაგრამ ეს ასე არ იყო. მე არ ვსაჭიროებდი ამას, რადგან ყოველთვის, როცა თვალს ვხუჭავდი, ვგრძნობდი, რომ რენე აქ, ჩემთან იყო. ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი, სად იჯდა ის იმ წუთას – ამ დარბაზის თავის საყვარელ აივანზე თუ სახლში, ბავშვებთან.ის სცენაზე ყოველთვის ჩემთან ერთად იყო და ასე იქნება მუდამ“, – განაცხადა სელინ დიონმა.
კომენტარები