როგორც ამბობენ, მამაკაცები “დიდი ბავშვები” არიან. გამუდმებით ესაჭიროებათ ახალ-ახალი სათამაშო და ამასთან ერთად, მოსიყვარულე, თბილი და ლოიალური ცოლი, რომელიც მათ ნებისმიერ ნაკლს მოთმინებით ეკიდება, მაქსიმალურად პატიობს შეცდომებს და არასოდეს უბურღავს ტვინს გაუთავებელი საყვედურებით.
აქედან გამომდინარე, ასტროლოგებმა “საუკეთესო საცოლეების” სია შეადგინეს. მოდით, ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალები არიან ყველაზე შესაფერისი კანდიდატურები “იდეალური ცოლის” ვაკანტურ პოზიციაზე.
კირჩხიბი 89% – როგორც ცნობილია, კირჩხიბის ზოდიაქო დედობას “კურირებს”, თუმცა ქალი კირჩხიბები კარგ დედობასთან ერთად, გამძაფრებული “დიასახლისური” მონაცემებით და ოჯახური კერის სიყვარულითაც არიან გამორჩეულნი. კირჩხიბი ქალი მომთმენი და ლოიალურია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი ქმრის ნაკლოვანებებს ვერ ამჩნევს. ამჩნევს და მერე როგორ? უბრალოდ, უნარი შესწევს, თვალი დახუჭოს ამაზე და აქცენტი მეუღლის გაცილებით უფრო პოზიტიურ მხარეებზე გააკეთოს.
ამას გარდა, კირჩხიბის თვისება, მამაკაცს თავი “უფროსად” აგრძნობინოს, ოჯახში ყველაზე მეტად ხიბლავთ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებს. ამ ქალს შესწევს უნარი, მამაკაცს საკუთარი თავის რწმენა არათუ აუმაღლოს, ზოგჯერ საჭიროზე მეტადაც კი გაანებივროს იგი ამ მხრივ.
სასწორი 78% – ქალი სასწორი ყველა იმ თვისების განსახიერებაა, რომელსაც ჭეშმარიტი მამაკაცი ზოგადად, ქალის ფენომენში მოიაზრებს. დახვეწილი, ნაზი, მომხიბვლელი, რბილი, დიპლომატიური და დამყოლი, საუკეთესო მსმენელი და კარგი თანამოსაუბრე. თუმცა ეს მხოლოდ კონკრეტულ ვადამდე… მაგრამ საიმისოდ, რომ საუკეთესო საცოლეების სიაში მოხვედრილიყო, სასწორისეული ოსტატური პერფორმანსი მშვენივრად გამოდგება ამისთვის. ნახეთ სრულად
კომენტარები